• 10-11-2023
    "კვარაცხელია ამ მომენტისთვის ეგოისტურად თამაშობს" - ფედელე ხვიჩაზე
    "კვარაცხელია ამ მომენტისთვის ეგოისტურად თამაშობს" - ფედელე ხვიჩაზე

    ენრიკო ფედელმ, ერთ-ერთი იტალიური საფეხბურთო გადაცემის პირდაპირ ეთერში "ნაპოლისა" და მის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა: 

    "ნაპოლის" ქომაგებს ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" წარმატება მხოლოდ ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო" 

    "რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ეგოისტურად თამაშობს, ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა" 

    "ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს", - განაცხადა ფედელემ.

    Facebook კომენტარები