• 11-11-2023
    "მსგავსი პასი ძალიან ცოტა ვნახეთ" - რა თქვა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა მიქაუტაძეზე
    "მსგავსი პასი ძალიან ცოტა ვნახეთ" - რა თქვა ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა მიქაუტაძეზე

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მე-4 ტურში "აიაქსისა" და "ბრაიტონის" მატჩი შედგა.

    აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძე 78-ე წუთზე ჩაერთო და ერთ-ერთ მომენტში თანაგუნდელი კარლოს ფორბსი კარგი პასით ხელსაყრელ სიტუაციაში დატოვა.

    აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ვილემ ვისერსმა გააკეთა.

    "გიორგი მოედანზე მცირე დრო გაატარა, თუმცა გუნდის დახმარება მაინც შეძლო.

    "მან ბურთთან პირველი შეხებისას გააკეთა გამჭოლი პასი, რომლის მსგავსიც, ბრაიტონთან მატჩში ძალიან ცოტა ვნახეთ", - თქვა ჟურნალისტმა.

    Facebook კომენტარები