• 11-11-2023
    ბოლო შანსი გარსიას! - რა ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში
    ბოლო შანსი გარსიას! - რა ინფორმაცია გავრცელდა იტალიურ მედიაში

    იტალიურმა გამოცემა "Tuttomercatoweb"-მ "ნაპოლის" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, სერია ა-ს მომდევნო ტურში რუდი გარსიას ბოლო შანსი მიეცემა.

    კერძოდ, როგორც გამოცემა წერს, თუ "პარტენოპეიმ" "ემპოლისთან" 3 ქულა ვერ მოიპოვა, კლუბი მას გაათავისუფლებს.

    ასევე ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისს ფრანგის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.

    საუბარია ფრანჩესკო ფარიოლაზე, რომელიც ამჟამად ფრანგული "ნიცას" მთავარი მწვრთნელია.

    აქვე გეტყვით, რომ 11 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, "ნაპოლი" სერია ა-ში მე-4 ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები