• 17-06-2023
    "ჩელსიმ" ონანას ტრანსფერი გადაიფიქრა - ლონდონელთა მორიგი სამიზნე მამარდაშვილია
    "ჩელსიმ" ონანას ტრანსფერი გადაიფიქრა - ლონდონელთა მორიგი სამიზნე მამარდაშვილია

    მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი არაერთ კლუბს დაუკავშირეს.

    მას შემდეგ, რაც ლონდონის "ჩელსიმ" მილანის "ინტერიდან" ანდრე ონანას ტრანსფერი გადაიფიქრა, "არისტოკრატები" ქართველ კარის დარაჯს მიადგნენ.

    "Standard"-ის ინფორმაციით, ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა აღარც მაიკ მენიოს გადაბირებაზე ფიქრობენ, ვინაიდან "მილანმა" ფრანგი 80 მილიონ ევროს შეაფასა.

    როგორც წყარო იტყობინება, მამარდას, "ჩელსიში" ტრანსფერის შემთხვევაში, კონკურენცია კეპა არისაბალაგასთან მოუწევს. ედუარდ მენდი კი ინგლისური კლუბის დატოვების საკითხს აქტიურად განიხილავს.

    აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლა ლიგაში ყველა, 38-ივე მატჩი ითამაშა და "ვალენსიას" უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

    Facebook კომენტარები