• 11-11-2023
    "მამარდაშვილის "ატლეტიკოსთვის" ყველაზე სასურველი სასურველი ფეხბურთელია" - ესპანური გამოცემა ქართველის შესაძლო ტრანსფერზე
    "მამარდაშვილის "ატლეტიკოსთვის" ყველაზე სასურველი სასურველი ფეხბურთელია" - ესპანური გამოცემა ქართველის შესაძლო ტრანსფერზე

    ერთ-ერთი გავლენიანი ესპანური გამოცემა, "Diario Gol" "ვალენსიას" ქართველის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მადრიდის "ატლეტიკოში" შესაძლო ტრამსფერის შესახებ წერს.

    წყაროს ცნობით, მადრიდელთა ახალი გენერალური დირექტორი, მატეუ ალემანი მამარდას იან ობლაკის პირდაპირ შემცვლელად მიიჩნევს:

    "მადრიდის ატლეტიკო მატეუ ალემანის მალე თავის ორგანიზაციულ სტრუქტურაში, სპორტული მენეჯმენტის სფერშო ჩართავს. ეს ამაღელვებელი ამბავია გულშემატკივრებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მას შეუძლია დაეხმაროს კლუბს უმაღლესი დონის მოთამაშეების მოწვევაში. მაგრამ მათთვის და პირველ რიგში, დიეგო სიმეონესთვის, მოულოდნელი იქნება ის მოთხოვნა, რომელიც ბარსას ყოფილი დირექტორი პირველ რიგში დააყენებს. ალემანის მომავალ ზაფხულს გუნდის ერთ-ერთი კაპიტნის, სლოვენიელი იან ობლაკის გაყიდვა სურს" 

    "მართალია, მეკარე უკვე ვეღარ აჩვენეს იმ დონეს, როგორსაც შარშან აჩვენებდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ატლეტიკოსთვის. ის სიმეონეს ერთ-ერთი დასაყრდენია გასახდელში. მიზეზი, რის გამოც მატეუ ალემანის ობლაკის გაყიდვა სურს, ბოლო წლებში მისი ფასის რადიკალური ვარდნაა - 80 მილიონიდან 34 მილიონამდე. და თუ ასე გაგრძელდა, კლუბი მისი წასვლით ფინანსურ სარგებელს ვეღარ ნახავს"

    "ამასთან, ბაზარზე არიან კარგი მეკარეები და ადრე თუ გვიან მადრიდის ატლეტიკოსაც დაუდგება თაობათა ცვლის პროცესი. ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კი ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ბოლო სეზონებში ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს. ქართველი რუბენ ბარახასთვის (ვალენსიას მწვრთნელი) ხელშეუხებელია, მაგრამ პიტერ ლიმი (ვალენსიას პრეზიდენტი) მზადაა, გაყიდოს ის, თუკი სარფიანი წინადადება იქნება. ეს საუკეთესო ალტერნატივა იქნება, თუკი ატლეტიკო ობლაკის გაყიდვას გადაწყვეტს. 

    "ატლეტიკოში" მატეუ ალემანის მოსვლის შესახებ ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ მან უკვე გამართა შეხვედრები კლუბის წარმომადგენლებთან. გადამწყვეტი მომდევნო კვირა იქნება, როდესაც სიმეონესთან კონტრაქტის გახანაგრძლივებისა და ბარსას ყოფილი დირექტორის მოწვევის შესახებ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს".


    Facebook კომენტარები