• 02-06-2023
    "ბარსელონა" გიუნდოგანს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა
    "ბარსელონა" გიუნდოგანს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

    ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონას" შეუთანხმდა, - იუწყება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Sport.

    წყაროს თანახმად, "მანჩესტერ სიტის" კაპიტანს კატალონიურმა გრანდმა 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

    ფინანსური მხარე პრობლემას არ შექმნის, რადგან "ბლაუგრანას" უკვე აქვს გეგმა, რომელიც ფეხბურთელების ხელფასების რეგისტრაციაზეა ორიენტირებული.

    გერმანელი ვარსკვლავი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

    32 წლის შუახაზელმა მიმდინარე სეზონში დამყარებულ 49 მატჩში 9 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები