11-09-2022

ცნობილია! - ვინ განსჯის “ბაიერნისა” და “ბარსელონას” შეხვედრას

ავტორი
ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში კატალონიის "ბარსელონა" სტუმრად მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრას ნიდერლანდელი არბიტრი, დენი მაკელიე განსჯის.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამ" აღნიშნული არბიტრის ნამსაჯებ შეხვედრებში 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. "ბლაუგრანამ" "რომას" წინააღმდეგ 4:1 იმარჯვა, "იუვენტუსი" კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ასევე "ბაიერნმა" მის მიერ განსჯილ სამივე შეხვედრაში იმარჯვა.
ცნობისთვის, ეს საინტერესო დაუპირისპირება 13 სექტემბერს 23:00 საათზე შედგება.
ტეგები:
სიონი ბოლნისი / ჩემპიონატები / ჩემპიონთა ლიგა / ლა ლიგა / ბუნდესლიგა / გუნდები / ბარსელონა / ბაიერნი
Facebook კომენტარები