• 12-11-2023
    "ერთი-ერთზე თამაშისას კვარა გიჟია" - "ემპოლის" კაპიტნის კომენტარი მატჩამდე
    "ერთი-ერთზე თამაშისას კვარა გიჟია" - "ემპოლის" კაპიტნის კომენტარი მატჩამდე

    როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 12 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს მე-12 ტურში "ემპოლის" უმსაპინძლებს.

    მატჩზე და ქართველ ვარსკვლავზე, "ემპოლის" კაპიტანმა, სებასტიანო ლიპერტომ ისაუბრა:

    "მეტოქეს ფენომენალური მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ საშინელი ზიანი მოგაყენონ. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. თითოეული მეტოქე შესწავლილი მყავს. გვაწვდიან ვიდეოებს და ყურადღებით ვაკვირდები მათ მოძრაობებს. სახიფათოა რასპადორი, სიმეონე, კვარა, პოლიტანო, ლინდსტრიომი. ოსიმენის არყოფნით მხოლოდ ერთი პრობლემა მოგვაკლდება, მაგრამ მათ საკმარისად ჰყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებისგანაც საფრთხე გველოდება"

    "კვარა დიდი ფეხბურთელია, ის ერთი-ერთზე გიჟია. მოგვიწევს მისი უნარების შეზღუდვაზე ზრუნვა. როგორმე უნდა შევაჩეროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა არ მივცეთ სივრცე და იდეების განხორციელების საშუალება", - განაცხადა ლიპერტომ.

    Facebook კომენტარები