• 13-11-2023
    სესკ ფაბრეგასი ფეხბურთს მწვრთნელის რამგში უბრუნდება
    სესკ ფაბრეგასი ფეხბურთს მწვრთნელის რამგში უბრუნდება

    ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი ფეხბურთს უბრუნდება, თუმცა ამჯერად მწვრთნელის რანგში.

    ესპანელი სპეციალისტი სერია B-ს ბინადარ “კომოს” ჩაუდგება სათავეში. რა თქმა უნდა, ეს მისი სადებიუტო გუნდი იქნება, სადაც თავს ახალ ამპლუაში გამოცდის.

    საგულისხმოა, რომ ფაბრეგასმა კარიერა სწორედ “კომოში” დაასრულა.

    ცნობისთვის, სესკი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილო გახლავთ, “ბლაუგრანას” გარდა ესპანელ ნახევარმცველს “მონაკოში”, “ჩელსიში”, “კომოსა” და “არსენალში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები