• 13-11-2023
    "ხვიჩას დარტყმულის მოგერიება არც ისე რთული იყო" - ბერიშას კომენტარი მატჩის შემდეგ
    "ხვიჩას დარტყმულის მოგერიება არც ისე რთული იყო" - ბერიშას კომენტარი მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლი" შინ "ემპოლისთან" დამარცხდა.

    ამ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიას გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა სტუმართა მეკარემ, ეტრიტ ბერიშამ თავისი გუნდი გადაარჩინა.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ალბანელმა მეკარემ გააკეთა.

    "ყოველთვის ვცდილობ, რომ მზად ვიყო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. მეკარეებს აქვთ აღმავლობის და ჩავარდნის მომენტები, მაგრამ მთავარი მწვრთნელის ნდობაა.

    "ლინდსტრომის და კვარაცხელიას წინააღმდეგ კარგი ბურთები მოვიგერიე, თუმცა ხვიჩას დარტყმულის მოგერიება არც ისე რთული იყო", - თქვა ბერიშამ.

    Facebook კომენტარები