• 13-11-2023
    "ხვიჩას ძირითადში არ ყოფნა ამის გამო გამიკვირდა" - დი კანიოს განცხადება
    "ხვიჩას ძირითადში არ ყოფნა ამის გამო გამიკვირდა" - დი კანიოს განცხადება

    ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, ის ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში არ ყოფნას გამოეხმაურა.

    "გამიკვირდა, როცა ვნახე, რომ რუდი გარსიამ ხვიჩა სასტარტოს მიღმა დატოვა. როცა მან ახსნა, კვარა სასტარტოში რატომ არ დააყენა, ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო. 

    "გარსიას თქმით, მისი მიზანი იყო, შედარებით დასვენებულ ფეხბურთელებს ეთამაშათ, კვარას განსხვავება მეორე ტაიმში შემოეტანა.

    "ზოგადად მწვრთნელი მსგავს განცხადებას მაშინ აკეთებს, როცა მოთამაშეებთან იდეალური ურთიერთობა აქვს, თუმცა ამას მე ვერ ვატყობ", - თქვა იტალიემა.

    Facebook კომენტარები