• 13-11-2023
    "კვარას ეტყობოდა, რომ ამ ქმედებამ ის ძალიან გააღიზიანა" - დი კანიო ხვიჩაზე საუბრიბს
    "კვარას ეტყობოდა, რომ ამ ქმედებამ ის ძალიან გააღიზიანა" - დი კანიო ხვიჩაზე საუბრიბს

    ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი, პაოლო დი კანიო "ნაპოლის" "ემპოლისთან" მარცხს გამოეხმაურა.

    პაოლომ ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დატოვებაზე გაამახვილა:

    "რუდი გარსიას არჩევანმა გამაოცა და განსაკუთრებით, ძირითადი შემადგენლობის მიღმა ხვიჩა კვარაცხელიას დატოვებამ გამაკვირვა. როცა მან ახსნა, კვარა სასტარტოში რატომ არ დააყენა, ეტყობოდა, რომ გაღიზიანებული იყო. გარსიას თქმით, მისი მიზანი იყო, შედარებით დასვენებულ ფეხბურთელებს ეთამაშათ, ხვიჩას ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდა და განსხვავება მეორე ტაიმში შეექმნა"

    "მთავარი მწვრთნელი ასეთ განცხადებებს მაშინ აკეთებს, როცა ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ვერ ვატყობ, რომ მას მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ამასთან, ემპოლისთან თამაშის შემდეგ, სანაკრებო პაუზა მოდის და სიფრთხილე ტრავმის მიღების საშიშროების გამო, უკანა პლანზე გადადის, რადგან ფეხბურთელებს ეროვნულ გუნდში მაინც სათამაშო აქვთ", - განაცხადა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები