• 14-11-2023
    "ზაფხულში ამ კლუბისთვის უარის თქმა ძალიან გამიჭირდა" - ოსიმენის განცხადება
    "ზაფხულში ამ კლუბისთვის უარის თქმა ძალიან გამიჭირდა" - ოსიმენის განცხადება
    ავტორი
    Aa

    "ნაპოლის" ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა მედიასთან მის გარეშემო გავრცელებულ სატრანსფერო ინფორმაციებზე ისაუბრა.

    "გასულ ზაფხულს გუნდის დატოვებაზე არ მიფიქრია, რადგან კლუბს ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ როდესაც შეთავაზება საუდის არაბეთიდან მივიღე, უარის თქმა ძალიან გამიჭირდა.

    "ნამდვილი სიგიჟე იყო. ყოველ უარზე შეთავაზებას ზრდიდნენ. ეს ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა, თუმცა მაინც ევროპაში დარჩენა გადავწყვიტე.

    "ჩემი კარიერისთვის ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს ფულისთვისაც თამაშობენ", - თქვა ნიგერიელმა.

    Facebook კომენტარები