• 14-11-2023
    "ტუდორის გუნდში ხვიჩა გარემარბად აღარ ითამაშებს" - რას წერენ იტალიურ მედიაში
    "ტუდორის გუნდში ხვიჩა გარემარბად აღარ ითამაშებს" - რას წერენ იტალიურ მედიაში

    იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" უახლოეს დღეებში იგორ ტუდორი ჩაიბარებს.

    ბუნებრივია, საინტერესო იქნება, თუ რა როლი ექნება ხვიჩა კვარაცხელიას ახალი თავკაცის ხელში.

    ამასთან დაკავშირებით გამოცემა "Goal Italia"-მ სტატია გამოაქვეყნა.

    "ტუდორის მოსვლასთან ერთად, ნაპოლის სათამაშო სქემა შეიცვლება და დიდი ალბათობით, გუნდი 3-მცველიან ტაქტიკაზე გადავა.

    "ზოგიერთ ფეხბურთელს განსხვავებული ფუნქიების შესრულრბა მოუწევს. ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო კი უფრო ცენტრალურ როლებს მიიღებენ.

    "ტუდორის გუნდში ცენტრალური თავდამსხმელის უკან კი ორი შემტევი ნახევარმცველი ჰყავს გამწესებული. სოწრედ ამიტომ, კვარაცხელია მარცხენა გარემარბი აღარ იქნება და ვიქტორ ოსიმენის უკან იმოქმედებს.

    "სპალეტისა და რუდი გარსიას 4-3-3-ის შემდეგ, ეს როლი ქართველი ფეხბურთელისთვის უცხო იქნება, მაგრამ მეტ თავისუფლებას მიიღებს და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დავალებას თავს კარგად გაართმევს", - წერს გამოცემა

    Facebook კომენტარები