• 14-11-2023
    ცნობილია: რა პერიოდი გაუცდებათ ერიქსენსა და ჰოილუნდს ტრავმების გამო
    ცნობილია: რა პერიოდი გაუცდებათ ერიქსენსა და ჰოილუნდს ტრავმების გამო
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედში" ტრავმების ეპიდემია გრძელდება, "ლუტონთან" მატჩში კიდევ ორმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა.

    კრისტიან ერიქსენმა და რასმუს ჰოილუნდმა მოედანი იძულებით დატოვეს.

    როგორც ცნობილია, ერიქსენმა დაზიანება მუხლზე მიიღო, რის გამოც ის დეკემბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება კლუბს.

    რაც შეეხება ჰოილუნდს, მისი ტრავმა შედარებით იოლია და მას დეკემბრის დასაწყისისთვის ელიან მინდორზე.

    Facebook კომენტარები