• 14-11-2023
    ვინ არის ვალტერ მაძარი - რა ვიცით "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ
    ვინ არის ვალტერ მაძარი - რა ვიცით "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ვალტერ მაძარი ოფიციალურად დანიშნა.

    ვალტერ მაცარი "პარტენოპეის" გულშემატკივრებისთვის ნაცნობი სახელი და გვარია. 2009-2013 წლებში იგი სწორედ ამ გუნდს ედგა სათავეში და საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთსაც ათამაშებდა, რაც, როგორც ჩანს, კამპანიაში არ დავიწყებიათ.

    62 წლის სპეციალისტის კარიერის ერთადერთი ტიტული სწორედ ნეაპოლშია მოგებული. 2012 წელს მან "ლურჯებს" იტალიის თასი მოაგებინა. ეს ტრიუმფი მათთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ იმის გათვალისწინებით, რომ ფინალში ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხეს.

    სერია ა-ში ყველაზე მაღალი პოზიცია მაცარის "ნაპოლის" 2012/2013 წლების სეზონში ეკავა. გუნდმა მაშინ ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

    "ნაპოლიდან" წასვლის შემდეგ ვალტერის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. იყო წარუმატებელი პერიოდი მილანის "ინტერში", ამას "უოტფორდში", "ტორინოსა" და "კალიარიში" უსახელო ასპარეზობა მოჰყვა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტური მაცარი "ტორინოში" იყო - "ხარები" ევროპა ლიგაზეც კი გაიყვანა, რაც მათთვის დიდი მიღწევა გახლდათ.

    უკვე ათი წელია, რაც მაცარის დიდ წარმატებასთან ახლოსაც არ გაუვლია. მიუხედავად ამისა, აურელიო დე ლაურენტისმა ხსნა სწორედ მასში დაინახა - იმედი ვიქონიოთ, რომ 62 წლის სპეციალისტი პრეზიდენტის ნდობას გაამართლებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები