• 15-11-2023
    ოფიციალურად: ალექს სონგმა კარიერა დაასრულა
    ოფიციალურად: ალექს სონგმა კარიერა დაასრულა

    ცნობილმა კამერუნელმა ფეხბურთელმა, ალექს სობგმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია თავად ვეტერანმა მოთამაშემ დაადასტურა.

    სონგს კარიერის მანძილზე “ბასტიას”, “ჩარლტონის”, “არსენალის”, “ბარსელონას”, “ვესტ ჰემის”, “რუბინის”, “სიონისა” და “ას სარტას” მაისურით უთამაშია.

    გასანკუთრებულად კარგი პერიოდი ლონდონის “არსენალში” ჰქონდა. სონგმა კარიერის მანძილზე ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

    ცნობისთვის, კამერუნელმა მოთამაშემ კარიერაში ჩატარებულ 468 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები