• 15-11-2023
    "შემტევისგან მე ამას ვითხოვ, ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს" - სანიოლის პრესკონფერენცია
    "შემტევისგან მე ამას ვითხოვ, ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს" - სანიოლის პრესკონფერენცია

    შოტლანდიასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნამრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პტესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე და ტაქტიკაზე ისაუბრა:

    "თამაშის წინ მოლოდინების შექმნა, შესაძლოა, იმედგაცრუებით დამთავრდეს. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. შოტლანდია ევროზე უკვე გავიდა, ძალიან მაგრად ჩაატარა საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენი მიზანი, პლეი-ოფისთვის მომზადებაა და ამ მხრივ მნიშვნელოვანი შეხვედრა არის. დანარჩენი კი, მოედანზე გამოჩნდება." 

    "შემტევს ბალანსის დაცვას ვთხოვ. ჩაკვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მისი პროგრესი ძალიან მახარებს, იმედია, სწორად მუშაობას გააგრძელებს. მოედანზე რამდენიმე შემტევის ყოფნით ბალანსი არ უნდა დაირღვეს, მთავარი ესაა" 

    "ექსპერიმენტების დრო აღარ გვაქვს, ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს, რას ვითხოვთ მათგან. ახალი მოთამაშეები საკმარისად გამოვცადეთ", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები