• 16-11-2023
    რუდი გარსია: “ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე მომიწევდა ნაპოლისთამ განშორება”
    რუდი გარსია: “ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე მომიწევდა ნაპოლისთამ განშორება”

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლი” ფრანგ სპეციალისტს, რუდი გარსიას ოფიციალურად დაემშვიდობა.

    რუდის მეთაურობით გუნდი არცთუისე სტაბილურად გამოიყურებოდა და გასულ სეზონში ტრიუმფის შემდეგ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებდა.

    ფრანგი სპეციალისტი “ნაპოლიში” ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა.

    რუდი გარსია ტვიტერის მეშვეობით “ნაპოლის” გულშემატკივრებს დაემშვიდობა:

    “ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მალე მომიწევდა  ნეაპოლიტანელ გულშემატკივრებთან განშორება, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩემს წარმატებას პირველივე დღიდან. მე გულწრფელად ვუხდი მადლობას მათ, ფეხბურთელებსა და გუნდთან დაახლოებულ ადამიანებს და წარმატებებს ვუსურვებ ნაპოლის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე”. - განაცხადა გარსიამ.

    Facebook კომენტარები