• 16-11-2023
    როდის დაუბრუნდება ოსიმენი მინდორს - ახალი ცნობები ნიგერიელზე
    როდის დაუბრუნდება ოსიმენი მინდორს - ახალი ცნობები ნიგერიელზე

    როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" შემტევი, ვიქტორ ოსიმენი თვეზე მეტია, რაც ტრავმირებულია.

    ნიგერიელმა თავდამსხმელმა ტრავმა სანაკრებო შეკრებაზე მიიღო, რის გამოც გუნდს რამდენიმე თამაშია ვერ ეხმარება.

    იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სანაკრებო პაუზის შემდეგ 24 წლის ფორვარდი კლუბს დაუბრუნდება და განაცხადშიც მოხვდება.

    როგორც ვარაუდობენ, ოსიმენი "პარტენოპეის" მომდევნო მატჩში მცირე დროით თამაშსს მოახერხებს.

    ცნობისთვის, "ნაპოლის" შემდეგი დაპირისპირება 25 ნოემბერს "ატალანტას" წინააღმდეგ ელის.


    Facebook კომენტარები