• 16-11-2023
    რა დაუჯდება "ბარსას" კანსელუსა და ფელიქსის გამოსყიდვა - ახალი ცნობები
    რა დაუჯდება "ბარსას" კანსელუსა და ფელიქსის გამოსყიდვა - ახალი ცნობები
    Author of the article
    Aa

    ჟურნალისტმა ლუის როხომ კატალონიის "ბარსელონას" შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, კატალონიელებს სეზონის ბოლოს ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიქსის გამოსყიდვა ჯამში 100 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    როგორც იწერება, "მანჩესტერ სიტიში" პორტუგალიელი განაპირა მცველი 30 მილიონ ევროდ შეაფასეს.

    რაც შეეხება ფელიქსს, მადრიდის "ატლეტიკო" 24 წლის თავდამსხმელის 70 მილიონ ევროდ გაყიდვას გეგმავს.

    ასე და ამგვარად, საინტერესოა, გამოისყიდის თუ არა "ბლაუგრანა" ორივე მათგანს მომდევნო ზაფხულში.

    Facebook კომენტარები