• 03-06-2023
    რონალდო, კაკა, რონალდუ - ხვიჩა დიდ ხალხში გაერია
    რონალდო, კაკა, რონალდუ - ხვიჩა დიდ ხალხში გაერია

    სერია ა-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად "ნაპოლის" ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდივიდუალურ აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს.

    სერია ა-მ სეზონის MVP-ის ჯილდო 2018/2019 წლების სეზონის შემდეგ შემოიღო. მისი პირველი გამარჯვებული პორტუგალიელი მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ, რომელმაც ეს პრიზი ტურინის "იუვენტუსში" მოიპოვა.

    სხვათა შორის, ხვიჩასა და კრიშტიანუს მიღწევებს ის აერთიანებთ, რომ ორივე მათგანის ტრიუმფი იტალიის ჩემპიონატში მათთვის სადებიუტო სეზონს დაემთხვა.

    2019/2020 წლების სეზონში MVP-დ პაოლო დიბალა დაასახელეს, ერთი წლის შემდეგ - რომელუ ლუკაკუ, ხოლო გასულ სეზონში პრიზი რაფაელ ლეუას ხვდა.

    სხვათა შორის, თუ მხედველობაში სერია ა-ს წლის საუკეთესო მოთამაშის იმ პრიზსაც მივიღებთ, რომელსაც იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია გასცემს, აღმოჩნდება, რომ სადებიუტო სეზონში საუკეთესოს სტატუსი რონალდოს (1998, ინტერი), რიკარდო კაკას (2004, მილანი), კარლოს ტევესსა (2015, იუვენტუსი) და კრიშტიანუ რონალდუს (2019, იუვენტუსი) რგებიათ. აი, ასეთ საზოგადოებაში გაერია ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავი.

    Facebook კომენტარები