• 17-11-2023
    18 წლიანი ნავსი გატყდა - სან მარინომ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა
    18 წლიანი ნავსი გატყდა - სან მარინომ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა

    სან მარინოს ნაკრების მიერ გოლის გატანა ერთ დროს იმდენად წარმოუდგენელი გახლდათ, რომ 1993 წელს, როცა მათ ინგლისის ნაკრების კარი აიღეს, "სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა, გრემ ტეილორმა იფიქრა, დაწყევლილი ვარო.

    ახლა "ლა სერენისიმას" გოლების გატანაზე უარის თქმა უბრალოდ აღარ შეუძლია.

    ოქტომბერში სან მარინომ ორწლიანი უგოლო საშინაო სერია შეწყვიტა და დანიის ეროვნული გუნდი დაამწუხრა, ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩში, გუშინ კი მათ შეუძლებელი შეძლეს და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინეს თავი.

    "ცისფრები" წუხელ ყაზახეთის ნაკრებთან დამარცხდნენ - 1:3.

    გოლი სიმონე ფრანჩიოსის ანგარიშზეა. "ასტანა არენაზე" გამართულ მატჩში სიმონემ ყაზახთა მეკარეს ახლო მანძილიდან გაუტანა და ანგარიშში ჩამორჩენა 1 ბურთამდე დაიყვანა, მაგრამ აბატ აიმბეტოვის ზუსტმა პენალტმა ინტრიგა კომპენსირებულ დროში მოკლა.

    2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ სან მარინომ ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.

    სან მარინოელებს ევროპის შესარჩევ ეტაპზე ჩატარებული 85 შეხვედრიდან 84 წაგებული აქვთ. ერთადერთი ფრე მათ ლიხტენშტეინთან, 2014 წელს დააფიქსირეს.

    Facebook კომენტარები