18-09-2022

ნიკა ხორხელის დუბლი! - “ლოკომოტივმა” და “სიონმა” ქულები გაიყვეს

ავტორი
ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივმა" შინ ბოლნისის "სიონი" მიიღო, შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ანგარიში პენალტით თორნიკე ძებნიაურმა გახსნა, სხვაობა ნიკა ხროხელმა გაათანაბრა, მატჩის 54-ე წუთზე ბიძინა მახარობლიძემ თბილისელები კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩის 68-ე წუთზე ნიკა ხორხელმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება მოახერხა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
ცნობისთვის, უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნულ ლიგაში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, "ლომომოტივი" კი ბოლო ადგილს იკავებს.
ბოლნისის "სიონი" მომდევნო ტურში ბათუმის "დინამოს" დაუპირისპირდება, დედაქალაქური გუნდი კი "თელავს" შეხვდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები