• 18-11-2023
    “ესპანეთთან მატჩი მტკივნეული იყო, მაგრამ…” - ვილი სანიოლი მატჩის წინ
    “ესპანეთთან მატჩი მტკივნეული იყო, მაგრამ…” - ვილი სანიოლი მატჩის წინ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება.

    შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა:

    “ლევან შენგელიას გარდა ყველა ფეხბურთელი მზადაა. ვეცდებით, ხვალ კარგი შედეგი ვაჩვენოთ. 

    ოთარ კაკაბაძე ბრწყინვალე ფეხბურთელია და ეს მან შოტლანდიასთანაც დაამტკიცა. ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ დაბრუნდა, თავს კარგად გრძნობს და მზადაა, რომ ხვალაც ითამაშოს.

    გიორგი ქოჩორაშვილი წლებია ესპანეთში ცხოვრობს, განსხვაბებული მენტალობა აქვს, მე ის მომწონს. გიორგი ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეებში, სადაც გვიჭირდა. მიხარია, რომ კლუბშიც გამოასწორა სიტუაცია, სათამაშო წუთები ეძლევა და იმედია მარტშიც ასე იქნება, როცა ის დაგვჭირდება.

    დღეს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა და ამით ყველა ბედნიერია. ის ძალიან გამოცდილია. კვარაცხელია პოპულარული ფეხბურთელია, ძლიერია, მაგრამ კაპიტანს სხვა თვისებები სჭირდება. ცნობილი და ძლიერი ფეხბურთელები არ არიან ყოველთვის კაპიტნები. დღეს კაშიაა და მომავალში, როცა ახალი კაპიტანი იქნება ასარჩევი, შემდეგ ვისაუბრებთ ამ საკითხზე.

    ესპანეთთან მარცხი მტკივნეული იყო, მაგრამ ეს დაგვეხმარება - ფეხბურთელებს ასეთი მარცხი არ ავიწყდებათ. აქ არ ვართ რევანშისთვის, მარტის მატჩებისთვის ვემზადებით და ჩვენი მიზანი კარგი ფეხბურთის თამაშია. კარგი ფეხბურთით შეიძლება წააგო, თუმცა მთავარია დავინახოთ ის პოზიტივი, რომელიც შემდეგ დაგვეხმარება. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს - ვემზადებით მარტისთვის.

    სექტემბერში ქართველმა ჟურნალისტებმა მკითხეს, რამდენად შეგვეძლო ესპანეთთან გამარჯვება… თვლიდნენ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი სუსტი გუნდია, მაგრამ არ დავეთანხმე. ეს ესპანეთიც საფრანგეთის და ინგლისის დონის გუნდად მიმაჩნია, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”. - განაცხადა სანიოლმა.

    მომზადებულია Croco.ge-ს მიხედვით

    Facebook კომენტარები