• 18-11-2023
    "ბარსელონა" სავინიოს უმიზნებს
    "ბარსელონა" სავინიოს უმიზნებს
    ავტორი
    Aa

    ლა ლიგაში 13 ტურია ნათამაშები, პირველ ადგილს კი "ჟირონა" იკავებს. კატალონიელებს 39 შესაძლებლიდან 34 ქულა აქვთ აღებული და სეზონის მთავარ სენსაციას წარმოადგენენ.

    "ჟირონას" ამ წარმატებაში ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი 19 წლის შემტევს, სავინიოს მიუძღვის.

    19 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 5 გოლისა და 4 საგოლე გადაცემისგან შედგება.

    როგორც ჩანს, ახალგაზრდა შემტევმა "ბარსელონას" ყურადღებაც მიიქცია.

    Sport-ის ინფორმაციით, სავინიო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" სპორტული დირექტორის, დეკუს თვალთახედვის არეში იმყოფება.

    შეგახსენებთ, რომ "ბარსასა" და "ჟირონას" საკმაოდ კარგი სატრანსფერო ურთიერთობა აქვთ. გასულ ზაფხულს "ბლაუგრანამ" "ჟირონადან" ორიოლ რომეუ შეიძინა, სანაცვლოდ კი მათ პაბლო ტორე და ერიკ გარსია ათხოვა.

    Facebook კომენტარები