• 19-11-2023
    საბრძნეთი ჯგუფში ჩარჩა, ყაზახეთს კი შანსი კვლავ აქვს - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
    საბრძნეთი ჯგუფში ჩარჩა, ყაზახეთს კი შანსი კვლავ აქვს - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

    როგორც მოგეხსენებათ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

    აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ნაკრებმა ტურნირის საგზური უკვე გაინაღდა.

    ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ საბერძნეთი შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ჩარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ საგზურისთვის ბრძოლას ერთა ლიგაზე გააგრძელებს.

    მნიშვნელოვანია ის ამბავიც, რომ ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ზე გასვლის შანსი კლასიკური გზიდანაც კი დარჩა.

    კერძოდ, თუ ყაზახებმა ბოლო ტურში სლოვენია დაამარცხეს, ისინი ერთა ლიგაზე აღარ იასპარეზებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქე აზერბაიჯანი იქნება, ხოლო საბერძნეთის ლუქსემბურგი.

    იმ შემთხევაში, თუ ყაზახეთიც ჯგუფში ჩარჩება, მაშინ წყვილები კიდევ აირევა, რის შემდეგაც ასეთ მატჩებს მივიღებთ: საქართველო VS ლუქსემბურგი და საბერძნეთი VS ყაზახეთი.

    ასე და ამგვარად, თუ ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მეტოქე მარტის თამაშებში, ამას ევროპის შესარჩევის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გავიგებთ.

    Facebook კომენტარები