• 20-11-2023
    უმძიმესი ტრავმა - გავისთვის სეზონი დასრულებულია?
    უმძიმესი ტრავმა - გავისთვის სეზონი დასრულებულია?

    "ბარსელონას" ნახევარმცველმა, პაბლო გავიმ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩში მოედანი ნაადრევად, ტრავმის გამო დატოვა.

    Diario AS-ის ინფორმაციით, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ 19 წლის ვარსკვლავმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. თუ ეს დადასტურდა, პაბლოსთვის სეზონი დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ.

    გავი გამოტოვებს არა მხოლოდ დარჩენილ საკლუბო სეზონს, არამედ ევრო 2024-სა და პარიზის ოლიმპიადასაც.

    RAC1 წერს, რომ პაბლოს მძიმე ტრავმის შესახებ ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ "ბლაუგრანას" უკვე შეატყობინა.

    დამატებითი გამოკვლევები კიდევ ჩატარდება, თუმცა შანსი იმისა, რომ დაზიანება უფრო მსუბუქი იყოს, ძალიან მცირეა.

    Facebook კომენტარები