• 20-11-2023
    "გასახდელში ისე ვიყავით, თითქოს წავაგეთ" - ესპანეთს მწვრთნელის კომენტარი
    "გასახდელში ისე ვიყავით, თითქოს წავაგეთ" - ესპანეთს მწვრთნელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ევრო 24-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი გაიმართა, სადაც "ფურია როხამ" სტუმრები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

    მატჩის შემდეგ, ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ პრესკონფერენციაზე ძირითადად ამ დაპირისპირებაში დაშავებლ ფეხბურთელზე, გავიზე ისაუბრა:

    "ყველაფერი მესმის, მძიმე და რთული მომენტია გავისთვის, ბარსელონასთვის და ჩვენთვის. განადგურებული ვართ და გასახდელში ისე ვიყავით, თითქოს წავაგეთ. ფეხბურთი სარისკო საქმეა და ტრავმების გაკონტროლება შეუძლებელია"

    "ახლა არც კი ვფიქრობ იმაზე, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მხოლოდ ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ვფიქრობ და ეს მაწუხებს. ვნახოთ, ხვალ ტესტის შედეგები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმაზე ნაკლებად სერიოზული იყოს ტრავმა, ვიდრე ჩანს. ეს არის ყველაზე მძიმე და მწარე მომენტი, რაც კი ოდესმე ფეხბურთში განმიცდია", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.

    Facebook კომენტარები