როგორც მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს მარტში ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ყვითელი ბარათების გამო ვერ დაეხმარება.
ამ ყველაფერში მედია და გულშემატკივარი, ინფორმაციის არქონის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ადანაშაულებს.
გავიხსენოთ ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადება 2015 წელს, მის გაპრეზიდენტებამდე, როდესაც კვარას მზგავსი პრობლემა ჯაბა კანკავას ჰქონდა:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი უპასუხისმგებლობა და არაპროფესიონალიზმი, როცა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დაუდევრობის გამო სრულიად უსაფუძვლოდ გამოატოვებინა შესარჩევი მატჩები"
"თუნდაც მხოლოდ ამის გამო არ აქვს ფედერაციის ხელმძღვანელობას არანაირი მორალური უფლება, დარჩეს ქართული ფეხბურთის სათავეში"
"ისინი ვალდებულნი არიან, გულშემატკივარს მოუხადონ ბოდიში და სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები, რათა ცივილური ფორმით ჩამოშორდნენ იმ საქმეს, რომლის კეთების არც კომპეტენცია და არც პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ!" - განაცხადა კობიაშვილმა 2015 წელს.