21-11-2023

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრების უდიდესი ნაწილი დასრულდა.
უკვე თითქმის ცნობილია, იმ გუნდების ვინაობა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით შეძლეს.
საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის ზაფხულში ერთა ლიგის C დივიზიონის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
როგორც უკვე ცნობილი გახდა, პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ლუქსემბურგის ნაკრები დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 მარტს გაიმართება.
საგულისხმოა, რომ მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ყაზახეთი და საბერძნეთი დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, ფინალური მატჩი 26 მარტს არის დაგეგმილი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ყვითელი ბარათების გამო ლუქსემბურგთან მატჩს ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები