• 21-11-2023
    "ჩვენი ნაკლია, რომ ხვიჩას მხოლოდ ამის შემდეგ ვაფასებთ" - რა თქვა ფედელემ კვარაზე
    "ჩვენი ნაკლია, რომ ხვიჩას მხოლოდ ამის შემდეგ ვაფასებთ" - რა თქვა ფედელემ კვარაზე

    იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლიზე" ისაუბრა.

    "ხვიჩა ყოველთვის გვთავაზობს კარგ ფინტებსა და მომენეტებს, თუმცა ჩვენი ნაკლია, რომ მას მხოლოდ შედეგიანი თამაშის შემდეგ ვაფასებთ.

    "ჩემთვის კვარა არის შემტევი გარემარბი და დრიბლინგის მოყვარული. მის გარეშე გუნდში ნიჭი არ არსებობს, განსაკუთრებით ერთი-ერთზე თამაშის დროს.

    "ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება მაძარის "ნაპოლი". ვფიქრობ, ის კლუბს სკუდეტოს ვერ მოაგებინებს, მაგრამ "ინტერთან" ახლოს ამყოფებს", - თქვა ფედელემ.

    Facebook კომენტარები