• 22-09-2022
    ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია
    ვილი სანიოლის მატჩისწინა პრესკონფერენცია
    Aa

    ხვალინდელი მატჩის წინ ვილი სანიოლიმ პრესკონფერენცია გამართა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ მის კომენტარს:


    "ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე პრობლემას არ მიქმნის და წნეხის ქვეშ არ მაყენებს.


    ტურნირის დაწყებამდე ვთქვი, რომ ჯგუფში საუკეთესო გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნებოდა. შესაბამისად, მათ ფავორიტად მივიჩნევდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ და მოედანზე ამ ამოცანის შესასრულებლად გავალთ.


    შეუძლებელია თამაში ფრედ დასრულების მიზნით დაიწყო. საბოლოო ჯამში, ასეთი მცდელობები წარუმატებლად სრულდება. იმისთვის, რომ წარმატება მოვიდეს, ისევე კარგად უნდა ვიმუშაოთ, როგორიც ივნისის თვეში. განსაკუთრებით თავდაცვით ასპექტში. იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ისე გავაკეთებთ და ისე მივუდგებით, როგორც ივნისის თვეში, მაშინ ფსონების დადება არ მიყვარს მაგრამ ვიტყვი, რომ შედეგი ჩვენთვის სასარგებლო იქნება.


    ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიხარულოა, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში, თანაც საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, თუმცა ეს მცირე ხნის წინ ასე არ იყო. ამისთვის., ქართულ კლუბებს და ფეხბურთის ფედერაციას მადლობას ვუხდი.


    მეკარესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ დილით მივიღებ. ის ჯანსაღი გარემო, რომელიც გუნდშია ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას აძლევს ფეხბურთელებს, რომ თამამად და თავდადებით ითამაშონ. ეს ალბათ საქართველოს ნაკრებში ახალი თაობის პროგრესია. ერთადერთი რისკი არის ის, რომ ფეხბურთელები საქმის კარგად წასვლის შემთხვევაში არ მოდუნდნენ. ჩვენი, როგორც მწვრთნელების დავალება ამ სიტუაციაში სწორედ ეს არის. ყველა საფეხბურთო მატჩი ახალი ისტორიაა. თუ ხარ მზად ყველანაირად თითოეული მატჩისთვის, წარმატება აუცილებლად მოვა."


    ხვალინდელი მატჩი ჩრდ.მაკედონიის წინააღმდეგ 20:00 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა