21-11-2023

შეხვედრა ხვიჩასა და მაძარის შორის - "ნაპოლიში" მუშაობა განახლდა

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზაზე "ნაპოლის" სათავეში ახალი მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაძარი ჩაუდგა.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს უკვე შეურთდა და იტალიელი სპეციალისტიც მოინახულა.
ამასთან დაკავშირებით "SkySport"-ის ჟურნალისტმა ისაუბრა.
"ხვიჩა გუნდს დაუბრუნდა და ახალი მთავარი მწვრთნელი, ვალტერ მაძარი გაიცნო.
"კლუბის ახალი თავკაცი კვარასა და დი ლორენცოს პირადად გაესაუბრა. "ნაპოლიში" მუშაობა გრძელდება", - თქვა ჟურნალისტმა.
ცნობისთვის, "პარტენოპეის" შემდეგი თამაში 25 ნოემბერს, "ატალანტას" წინააღმდეგ ელის.
ტეგები:
Facebook კომენტარები