• 22-11-2023
    "ყველაფერი ხდება, ხვიჩა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ...", - კახა კალაძე
    "ყველაფერი ხდება, ხვიჩა დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ...", - კახა კალაძე

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

    "ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი. ხვიჩას დანაკლისი ჩვენი ნაკრებისითვის უდიდესი დარტყმა იქნება.

    "ის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია, თუმცა ფეხბურთს მხოლოდ ერთი მოთამაშე არ თამაშობს.

    "მიუხედავად კვარაცხელიას არ ყოფნისა, ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

    "მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება", - განაცხადა კალაძემ.

    Facebook კომენტარები