• 22-11-2023
    "ხვიჩას არ ყოფნა ჩვენთვის სასიხარულოა, საქართველოსთვის ტრაგედია" - რას წერენ ლუქსემბურგულ მედიაში
    "ხვიჩას არ ყოფნა ჩვენთვის სასიხარულოა, საქართველოსთვის ტრაგედია" - რას წერენ ლუქსემბურგულ მედიაში
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, უკვე გაირკვა, რომ მარტის თამაშებში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება.

    სამწუხაროა, რომ ამ მატჩში ჩვენ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

    ამასთან დაკავშირებით ლუქსემბურგულ მედიაში საინტერესო სტატია გამოაქვეყნეს.

    "ჩვენმა მოთამაშემ დანიელ სინანმა წითელი ბარათი მიიღო, ხვიჩას კი ყვითელი ბარათები დაუგროვდა. ორი მათგანი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

    "კვარაცხელიას არ ყოფნა ჩვენთვის სასიხარულოა, საქართველოსთვის ტრაგედია. მან ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მე-17 ადგილი აიღო.

    "ხვიჩას თამაშის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. იტალიაში მას კვარადონას ეძახიან და ჩვენს მცველებს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა", - წერს ლუქსემბურგული გაზეთი.

    Facebook კომენტარები