• 22-11-2023
    "მიქაუტაძემ "აიაქსი" ამიტომ აირჩია" - "მეცის" სპორტულმა დირექტორმა მიზეზი გაამხილა
    "მიქაუტაძემ "აიაქსი" ამიტომ აირჩია" - "მეცის" სპორტულმა დირექტორმა მიზეზი გაამხილა

    "მეცის" სპორტულმა დირექტორმა, პირრ დრეოსისმა ნათი ყოფილი ქართველი შემტევის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა: 

    "მიქაუტაძე განსაკუთრებული ბიჭი და განსაკუთრებული მოთამაშეა. ის არ არის მაღალი და სწრაფი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ის საჯარიმოს ფეხბურთელია. მას აქვს იმის უნარი, რომ მოძებნოს გამოსავალი ისეთ სიტუაციაში, სადაც ეს, თითქოს, შეუძლებელია. მისი საუკეთესო პოზიცია თავდასხმაა. როგორც ფორვარდს, მას აქვს კარგი დრიბლინგი და ბურთთან ერთად ძალიან სწრაფია, ბურთის გარეშე კი სისწრაფით არ გამოირჩევა. თავდასხმის პოზიციაზე ის უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას სეზონში 20 გოლზე მეტის გატანა შეუძლია. გიჟი არ ვარ, მას ეს მართლა შეუძლია. თუ მის პოზიციაზე ათამაშებ, მიქაუტაძეს აქვს იმის უნარი, რომ გახდეს ძალიან კარგი და განსაკუთრებული ფორვარდი. ფლანგზე და თავდამსხმელის უკან თამაშზე თავს ვერ დავდებ" 

    "წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს აშკარა იყო, რომ ის გუნდს დატოვებდა, მაგრამ სეზონის დასაწყისში მეცში სამი თამაში მაინც ჩაატარა. მან ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბევრი ფეხბურთელი ასეთ სიტუაციაში თამაშს არ მოინდომებდა, რადგან სახიფათო იქნებოდა. მიქაუტაძემ კი ვარჯიში და თამაში გააგრძელა, რაც მის პიროვნებას აღწერს. მას ფანტასტიკური სული და კარგი მენტალიტეტი აქვს" 

    "ბევრ კლუბს სურდა მიქაუტაძის გაფორმება. კლუბებს იტალიიდან და ინგლისიდან, ასევე ისეთ გუნდებს საფრანგეთიდან, როგორებიც ლიონი და რენი არიან. გიორგიმ კი მითხრა, რომ ინგლისურ კლუბს ესაუბრა, მაგრამ იქ სათამაშოდ მზად არ იყო. ამიტომაც მან "აიაქსი" აირჩია, რადგან ეს იყო კარგი კლუბი კარგი ფილოსოფიით. ის ძალიან ჭკვიანია. დამიჯერეთ, აიაქსი მას რამდენიმე წელიწადში ძალიან ძვირად გაყიდის. ამაზე არ იდარდოთ" 

    "ეს არის დიდი კლუბი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. მიქაუტაძისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. აიაქსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და იქ ყოველთვის ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. კლუბი კარგ ფილოსოფიაზე არის აწყობილი. მჯერა, რომ ეს მიქაუტაძის კარიერისთვის სწორი ნაბიჯია", - განაცხადა ფრანგმა.

    Facebook კომენტარები