• 22-11-2023
    "ბარსელონა" ბალდეს არ გაყიდის
    "ბარსელონა" ბალდეს არ გაყიდის
    Author of the article
    Aa

    ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბარსელონა" ალეხანდრო ბალდეს ისევე ენდობა, როგორც გასულ ზაფხულს ენდობოდა, როცა 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

    "ბალდემ "ბარსელონასთან" ახალი ხელშეკრულება სექტემბერში გააფორმა. ასე რომ, მისი გაყიდვის შანსი არ არსებობს.

    ალეხანდრო "ბარსასთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მასთან ახალი კონტრაქტის დადება იყო იმის მანიშნებელი, რომ კლუბში სურთ, ბალდე გუნდისთვის საკვანძო ფიგურა მომავალშიც იყოს," - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

    შეგახსენებთ, რომ 20 წლის მარცხენა მცველმა სეზონი არც ისე კარგად დაიწყო. "ალავესთან" მატჩში იგი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, რაც ბევრმა გულშემატკივარმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ ალეხანდრო ჩავის ნდობას კარგავს.

    ესპანელი ფლანგელით დაინტერესებულნი არიან "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი".

    Facebook კომენტარები