• 23-09-2022
    სანიოლი: "ფეხბურთი ჭადრაკი არ არის და ლოგიკას ვერ ექვემდებარება"
    სანიოლი: "ფეხბურთი ჭადრაკი არ არის და ლოგიკას ვერ ექვემდებარება"
    Aa

    ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და  ანგარიშით 2:0 დაამარცხა.


    მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა შეხვედრის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ვილი სანიოლის კომენტარს: 


    “ეს გამარჯვება მინდა ვიზეიმო ჩემს მოთამაშეებთან, ფედერაციასთან გულშემატკივართან ერთად. ეს დიდი ნაბიჯია წინ. მეტოქისთვის ინიციატივის დათმობა არ ყოფილა ჩემი დავალება, უბრალოდ მათ კარგად ითამაშეს. ახალი სისტემით ითამაშეს და ჩვენ დრო დაგვჭირდა რომ ამისთვის ალღო აგვეღო. პირველი გოლის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა თავდაჯერება შეიძინეს. კარგია რომ გუნდი სტაბილურობას და არ კარგავს და სტრუქტურა არ ირღვევა. პირველი წუთებით კმაყოფილი ვერ ვიქნები მაგრამ გამარჯვება მახარებს. ნორმალურია რომ რაღაც მომენტებში გვაჯობეს, რადგან ჩრდ. მაკედონია ძალიან კარგი გუნდია. ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით შევცვლი თუ არა შემადგენლობას გიბრალტართან, უნდა დავაკვირდე ფეხბურთელებს. მნიშვნელოვანია ამ მატჩის მოგება, ჩემი მიზანია მოედანზე ისეთი გუნდი იყოს რომელიც მატჩს ჩვენს სასარგებლოდ დაასრულებს.


    ფეხბურთი ჭადრაკი არ არის, რომ სულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს, ამიტომ ხანდახან ხდება ხოლმე რომ ყველაფერი დაგეგმილად არ მიდის, ეს ნორმალურია. ჩაკვეტაძემ სიცხით გაიღვიძა და ამიტომ ვერ ითამაშა. უნდა დაველოდოთ როგორ იქნება გიბრალტარში გაფრენის წინ, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, ის ჩვენთან ერთად არ წამოვა." 


    შეგახსენებთ, "ჯვაროსნები" ხვალ გიბრალტარში გაემგზავრებიან და ადგილობრივ ნაკრებთან შეხვედრით ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ.

    Facebook კომენტარები
  • “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
    03-10-2022
    “მადლობას ვუხდი ვეფხვების სტაფის ყველა წევრს” - არველაძე “ჰალს” დაემშვიდობა
  • VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
    03-10-2022
    VIDEO: პატარა ბიჭის რეაქცია, როცა ხვიჩა კვარაცხელიასგან საჩუქარი მიიღო
  • კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
    03-10-2022
    კვარაცხელიას მასწავლებელი სასიამოვნო ისტორიას იხსენებს: "ხვიჩა ბურთს მიგორებდა და იძახდა.."
  • “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
    03-10-2022
    “მთავარი მოტივაცია ჩემი ოჯახია” - ინტერვიუ ნიკა ხორხელთან
  • “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
    03-10-2022
    “მსოფლიოში საუკეთესო 9-იანი ხარ” - სუარესმა ჰალანდი შეაქო
  • დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
    03-10-2022
    დიდი დაპირისპირების მოლოდინში - რას ამბობს "აიაქსის" მწვრთნელი კვარაცხელიას შესახებ
  • იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
    03-10-2022
    იქნება თუ არა კვარა “აიაქსთან” ძირითადში - “ნაპოლის” სავარაუდო XI
  • განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
    03-10-2022
    განსხვავება ჰოლანდსა და მესის შორის - გვარდიოლას პასუხი
  • მეტი სიახლის ნახვა