• 23-11-2023
    ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის გრანდს დაუკავშირეს
    ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგის გრანდს დაუკავშირეს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი მსურველო ჰყავს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” რადარზე ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

    ლონდონური გუნდი ფიქრობს, რომ მარცხენა ვინგერის პოზიციაზე მუდრიკის სახით მომავლის ვარსკვლავი უკვე ჰყავთ, თუმცა თუ უკრაინელმა ფეხბურთელმა მიზნების მიღწევა ვერ შეძლო, ”ჩელსი” ხვიჩას გადაბირებას შეეცდება.

    ცნობისთვის, კვარამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები