• 25-11-2023
    "ერთა ლიგის პლეიოფში ჩვენი მიზანი ეს იქნება" - საბერძნეთის მწვრთნელის კომენტარი
    "ერთა ლიგის პლეიოფში ჩვენი მიზანი ეს იქნება" - საბერძნეთის მწვრთნელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, შვეიცარიაში ჩატარებული წილისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ერთა ლიგის C ქველიგის პლეიოფის ფინალი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება.

    ამ წყვილში მოგებული ყაზახეთსა და საბერძნეთს შორის უკეთესს შეხვდება და ფინალი 26 მარტს გაიმართება.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საბერძნეთის მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა გააკეთა.

    "ერთა ლიგამ საშუალება მოგვცა, რომ ჩვენმა ნაკრებმა დიდ ტურნირზე გასვლა მოახერხოს.

    "ჩვენი შედეგებით ვამაყობთ, თუმცა მთავარი მიზანი ევრო 2024 ზე ერთა ლიგიდან მოხვედრაა.

    "ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ, რადგან წინ ნახევარფინალი გველის. ყაზახეთთან დაპირისპირება ფინალის ტოლფასია.

    "წილისყრა ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ნუ ვისაუბრებთ ფინალზე, წინ ჯერ ნახევარფინალი გველის", - თქვა პოიეტმა.

    Facebook კომენტარები