• 24-11-2023
    "ხვიჩა ასე უნდა გავაჩეროთ" - "ატალანტას" მცველის კომენტარი
    "ხვიჩა ასე უნდა გავაჩეროთ" - "ატალანტას" მცველის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს მომდევნო ტურში "ნაპოლისა" და "ატალანტას" მატჩი შედგება.

    შეხვედრის წინ, ბერგამოელთა უკანახაზელმა, სეად კოლაშინაცმა მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.

    "ნაპოლის წინააღმდეგ მატჩიც, როგორც ბევრი სხვა, შესაძლოა ჩვენს სეზონში გარდამტეხი აღმოჩნდეს.

    "პარტენოპეი ყველა რგოლში მაღალი კლასის მოთამაშეებითა დაკომპლექტებული, მაგრამ მათი შეტევა განსაკუთრებით საყურადღებოა.

    "როგორც უნდა შევაჩეროთ ხვიჩა? მისგან თავი მჭიდრო თამაშით უნდა დავიცვათ, არ უნდა მივცეთ სივრცე, რადგან გამწვავება და დარტყმა შეუძლია. 

    "თუ თავს გუნდურად დავიცავთ, მეტოქეს გატანა გაუჭირდება", - თქვა ბოსნიელმა.

    Facebook კომენტარები