• 24-11-2023
    "ხვიჩას მაძარისთან ეს როლი ექნება" - რას წერენ კვარაზე იტალიურ მედიაში
    "ხვიჩას მაძარისთან ეს როლი ექნება" - რას წერენ კვარაზე იტალიურ მედიაში

    ცნობილი იტალიურ გამოცემა "La Gazzetta dello Sport"- "ნაპოლისთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მწვრთნელნთან, ვალტერ მაძარისთან ახალი როლი ექნება.

    "ხვიჩას კრეატიულობა უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მაძარის ხელში მას დაცვითი მოვალეობები მოეხსნება და ბევრად თავისუფალი გახდება.

    "კვარას როლი უფრო შემტევითი იქნება და მის შექმნილ მომენტებს უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.

    "გენიოსს მეტი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც მაძარიმ თავის დროზე "ნაპოლიში" ლავეცისთან მიმართებაში გააკეთა", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები