• 03-06-2023
    “მჯერა, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევ” - კახა კალაძემ ხვიჩას წარმატება მიულოცა
    “მჯერა, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევ” - კახა კალაძემ ხვიჩას წარმატება მიულოცა

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიპოვა.

    ლეგენდარული ქართველო ფეხბურთელი, კახა კალაძე ხვიჩას წარმატებას გამოეხმაურა:

    “კვარა, გილოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას! 

    ხვიჩა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!

    მეამაყები და მჯერა, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევ!” - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები