24-11-2023
ცნობილია! - ვის წინააღმდეგ შედგება ვიტორ როკეს დებიუტი “ბარსელონას” მაისურით
Author of the article
რიგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვიტორ როკე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როკეს დებიუტი “ბარსელონაში” ლა ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში “ლას პალმასის” წინააღმდეგ შედგება.
საგულისხმოა, რომ ბრაზილიელი გარემარბი ესპანეთის სუპერთასზეც შეეცდება გუნდის დახმარებას.
ცნობისთვის, ვიტორ როკემ გასულ სეზონში ჩატარებულ 22 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები