• 24-11-2023
    "კვარა გენიოსია, რომელიც მაცარიმ ამ ვალდებულებებისგამ უნდა გაათავისუფლოს" - La Gazzetta dello Sport
    "კვარა გენიოსია, რომელიც მაცარიმ ამ ვალდებულებებისგამ უნდა გაათავისუფლოს" - La Gazzetta dello Sport

    როგორც მოგეხსენებათ, 25 ნოემბერს ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ "ნაპოლი" ახალი მწვრთნელის, ვოლტერ მაცარის თაოსნობით პირველად გამართავს მატჩს.

    იტალიელი სპეციალისტის შესახებ მედიაში ბევრი იწერება, თუ რა როლი უნდა მიანიჭოს მან გუნდის ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას.

    ამასთან დაკავშირებით გავლენიანი იტალიური გამოცემა, "La Gazzetta dello Sport" სტატიას აქვეყნებს:

    "კვარაცხელიას კრეატიულობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდება. გზავნილი ნათელია: გენიოსი გარკვეული ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც დაცვითი ფუნქციების შესრულებას გულისხმობს"

    "ამოცანა იმ მომენტების რაოდენობის გაზრდაა, რომელიც კვარაცხელიას ჩართულობით ვითარდება, მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, მაქსიმალურად ამოწურონ. გენიოსს თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც ვალტერ მაცარიმ "ნაპოლიში" მუშაობისას ლავეცის მიანიჭა". - წერენ იტალიურ მედიაში.

    Facebook კომენტარები