• 24-11-2023
    ახალი მესი "ბარსელონას" ქომაგია - მან დღეს ბრაზილია გაანადგურა
    ახალი მესი "ბარსელონას" ქომაგია - მან დღეს ბრაზილია გაანადგურა
    Author of the article
    Aa

    ინდონეზიაში მიმდინარე მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს სამხრეთამერიკული კლასიკა შედგა. არგენტინელმა ახალგაზრდებმა ბრაზილიელი თანატოლები გააცამტვერეს, ანგარიშით 3:0.

    მატჩის გმირი "რივერ პლეიტის" ამომავალი ვარსკვლავი, კლაუდიო ეჩევერი გახდა. "ახალ მესიდ" შერაცხულმა ტალანტმა ჰეთ-თრიქი შეასრულა - "სელესაოს" კლაუდიომ 28-ე, 58-ე და 71-ე წუთებზე გაუტანა.

    "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ეჩევერი საინტერესო ფიგურა უნდა იყოს იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მას "ბლაუგრანას" გულშემატკივრობა საჯაროდ აქვს დაფიქსირებული.

    "გარდა "რივერისა", ვისურვებდი "ბარსელონაში" თამაშსაც. მესის დიდი ქომაგი ვარ და მას "ბარსელონაშიც" ვუყურებდი, ამიტომ მათ ადრეული ასაკიდანვე ვგულშემატკივრობ," - უთქვამს კლაუდიოს.

    ცნობისთვის, ნახევარფინალში არგენტინელები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 28 ნოემბერს გაიმართება. სხვათა შორის, გერმანელთა რიგებში "ბარსას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, ნოა დარვიხი ბრწყინავს.

    Facebook კომენტარები