• 24-11-2023
    ჟოაუ პრიორიტეტი არ იქნება - რას ფიქრობენ "ბარსაში"
    ჟოაუ პრიორიტეტი არ იქნება - რას ფიქრობენ "ბარსაში"
    Author of the article
    Aa

    ჟოაუ ფელიქსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" პრიორიტეტი არ იქნება, - იუწყება ჟურნალისტი ხოსე ალვარესი.

    წყაროს თანახმად, პორტუგალიელ თავდამსხმელს "ბლაუგრანა" მხოლოდ ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთის განხორციელების შემთხვევაში შეინარჩუნებს:

    1. იჯარა კიდევ 1 სეზონის განმავლობაში

    2. ტრანსფერი 20-30 მილიონ ევროდ

    მადრიდის "ატლეტიკო" 24 წლის შემტევს 70-80 მილიონ ევროდ აფასებს, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჟოაუ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარჩება, თუ "როხიბლანკო" მისი კიდევ ერთი სეზონით განათხოვრებაზე იქნება თანახმა.

    შეგახსენებთ, რომ ფელიქსი "ბარსამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს, მშრალი იჯარით დაიმატა. კატალონიელთა მაისურით ჩატარებყლ 14 მატჩში ჟოაუს ანგარიშზე 3 გოლი და 3 ასისტია.

    Facebook კომენტარები