• 25-11-2023
    არონ იაკობაშვილი “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა
    არონ იაკობაშვილი “ბარსელონას” განაცხადში მოხვდა

    როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” 19-წლამდე გუნდში წარმოშობით ქართველი მეკარე, არონ იაკობაშვილი ასპრეზობს.

    ჩავი ერნანდესმა “რაიო ვალეკანოსთან” გასამართი შეხვედრის წინ განაცხადი დაასახელა, სადაც არონიც მოხვდა.

    ახალგაზრდა მეკარე “ბლაუგრანას” მთავარი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა, რაც 17 წლის ასაკში შეძლო.

    ცნობისთვის, არონ იაკობაშვილი უნგრეთის მოქალაქე გახლავთ და ამ ქვეყნის ასაკობრივ გუნდშიც ასპარეზობს.

    Facebook კომენტარები