• 26-11-2023
    "ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სცემეს" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება
    "ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სცემეს" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

    როგორც  მოგეხსენებათ, სერია ა-ს მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ბერგამოს "ატალანტას" ესტუმრა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

    ქართველი ამ მატჩში გატანილი გოლით გამოირჩა, ეს გოლი კვარასთვის მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" რიგებში მე-4 იყო.

    ასევე აღსანიშნავია, ის რომ მცველები მის წინააღმდეგ განსაკუთრებული სიუხეშით თამაშობდნენ. 

    ეს იტალიურ მედიას არ გამორჩენია და ამის შესახებ პრესაში დაიწერა კიდევაც:

    "რჩევა იტალიელ მსაჯებს. ყურადღებით უყურეთ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩს. ჰატებორმა კვარაცხელია მეცნიერულად სცემა. ის გამუდმებით ხვიჩას კოჭებს ეძებდა. იმ დღეს, როდესაც ისინი ქართველის კოჭს გატეხენ, სწორედ მაშინ დავიწყებთ სერია ა-ს ტექნიკურ სიღარიბეზე გლოვას", - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

    Facebook კომენტარები